Posts

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს განსაკუთრებული დღე იყო.შევაჯამეთ ჩვენი ცხრა დღიანი მუშაობა.თითოეულმა ჩვენთაგანმა გავაკეთეთ ჩვენი პროექტის შესახებ  პრეზენტაცია.ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევრები.გავუზიარეთ  ერთმანეთს შთაბეჭდილებები.უღრმესი მადლობა ქალბატონ შორენას გაწეული შრომისათვის...............

მერვე დღის რეფლექსია

გამოკითხვის  ფორმა მერვე  დღეს  შევისწავლეთ  მოდული  7-ფასილიტაცია  ტექნოლოგიების   გამოყენებით.განვიხილეთ  ფასილიტაციის  ნიმუშები   და  სტრატეგიების  მაგალითები.ვისწავლეთ ელექტრონული  კითხვარის  მომზადება ,გაზიარება,ბლოგზე  გვერდების  დამატება.

მეშვიდე დღის რეფლექსია

მოსწავლის პრეზენტაცია პროექტის  გეგმა  რეფლექსია:გავეცანით  პედაგოგების  მიერ  მომზადებულ მოსწავლეთა  პრეზენტაციის ნიმუშებს.გავიარეთ  ტრენინგის  მეექვსე  მოდული,ყურადღება   მივაქციეთ დიფერენცირებულ  სწავლებას.შევავსეთ  მოსწავლეთა  საჭიროებები  გეგმაში.ტრენერის რჩევების გათვალისწინებით  მოვამზადეთ დამხმარე  შაბლონები.

მეექვსე დღის რეფლექსია.

ტრენინგის მეექვსე დღეს განვიხილეთ საშინაო დავალება,ვიმსჯელეთ,მივიღეთ სასარგებლო რჩევები.შემდეგ გავეცანით მე-5  მოდულს,კერძოდ შეფასების რუბრიკებს,გავაანალიზეთ და შევქმენით.ვიმუშავეთ Power Point-ში.

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღეს  განვიხილეთ შესრულებული დავალებები,შევავსეთ  გეგმის ნაწილი.ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარის გაკეთება,გავიარეთ  მესამე მოდული,შევისწავლეთ ინტერნეტის გამოყენება  პროექტზე მუშაობისას.ვისწავლეთ  საავტორო უფლებების დაცვა,ინტერნეტში სურათების მოძიება-შენახვა.შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის ფორმატი,გავეცანით მოსწავლეთა პრეზენტაციის ნიმუშებს.

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღეს პედაგოგებმა გავაცანით ერთმანეთს მოცემული დავალება:თემატური,ზოგადი და შინაარსობრივი შეკითხვები.გავიარეთ მოდული-2 აქტივობა-3.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.გავუზიარეთ ერთმანეთს შეხედულებები.მივიღეთ საშინაო დავალებები.დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღეს პედაგოგებმა  გავაცანით ერთმანეთს წინასწარ მოფიქრებული თემები,გავუზიარეთ აზრები და მივიღეთ რჩევები.შემდეგ დავიწყეთ მეორე მოდული,გავეცანით ორ აქტივობას.განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.ვიმსჯელეთ და მოვიფიქრეთ კითხვები ჩვენს პროექტთან დაკავშირებით.შევავსეთ პროექტის  გეგმა.